ერთი / Erti by Tamada Lyrics
ერთი სიყვარულის წაგებით
ერთი ნამეტანი გაგებით
ერთი ჩუმი ჩაჩურჩულებით
ცრემლი მომდის ღაპაღუპებით
ერთი მახსენდება ტყვეობა
ერთი გულით ერთად მეობა
ერთი დღეა ჩემი ცხოვრება
მერე ჩამიყოლოს მორევმა
ერთი რჯულის ასე მონობით
ერთი ღმერთის კარგი ხუმრობით
ერთი სამოსელით მოვედი
ცას ვეწიე მე განშორებით
ერთი კვალი თუ გადარჩება
ერთი რამე განაკეთები
სულ არ მინდა ხელზე ამბორი
ტყუილია, ვერ მეყვარები!
ერთი ნამეტანი გაგებით
ერთი ჩუმი ჩაჩურჩულებით
ცრემლი მომდის ღაპაღუპებით
ერთი მახსენდება ტყვეობა
ერთი გულით ერთად მეობა
ერთი დღეა ჩემი ცხოვრება
მერე ჩამიყოლოს მორევმა
ერთი რჯულის ასე მონობით
ერთი ღმერთის კარგი ხუმრობით
ერთი სამოსელით მოვედი
ცას ვეწიე მე განშორებით
ერთი კვალი თუ გადარჩება
ერთი რამე განაკეთები
სულ არ მინდა ხელზე ამბორი
ტყუილია, ვერ მეყვარები!